
ტაეკვანდოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ტაეკვანდოს სექციის აღზრდილებმა ექვსი - პირველი, სამი - მეორე და ექვსი - მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და ასპარეზობები დიდებთან ერთად, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა.
რაც შეეხება შედეგებს, გორელთაგან საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები ნინო დურგლიშვილი (29 კგ; 2012-2014 წწ.), ანდრე მაზიაშვილი (27 კგ; 2015-2016 წწ.), გაბრიელ ჯეირანაშვილი (25 კგ; 2017-2018 წწ.), ქრისტინე გოგებაშვილი (27 კგ; 2017-2018 წწ.), ნიკა აფხაზავა (21 კგ; 2017-2018 წწ.) და მარიამ ბუზიაშვილი (23 კგ; 2017-2018 წწ.) გახდნენ.
ვიცე-ჩემპიონის ტიტულს მარიამ შალამბერიძე (62 კგ.), გიორგი შალამბერიძე (58 კგ.) და ევა ციცაგი (47 კგ; 2012-2014 წწ.) დაეუფლნენ.
მილა ციცაგი (44 კგ; 2015-2016 წწ.), ბარბარე ღამბარაშვილი (36 კგ.), ნინო ავაზიშვილი (62 კგ.), მინდია მინდიაშვილი (55 კგ; 2009-2011 წწ.), მერი ჭეჭელაშვილი (55 კგ; 2009-2011 წწ.), ანი ბუზიაშვილი (68 კგ; 2009-2011 წწ.) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელები თემო სამხარაძე, თიკა ტერაშვილი და თამაზ სამხარაძე არიან.