კულტურა
26.12.2025 14:33
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გორში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

31 დეკემბერს გორში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

სადღესასწაულო პროგრამა ქალაქის თეატრის მიმდებარედ მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება და კონცერტს ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფი „Soft wave“ გახსნის.

22:00 საათიდან ღონისძიებას ზუკა ხუციშვილის ბენდი გააგრძელებს, 23:30 საათზე მსმენელის წინაშე ანსამბლი „ფორტე“ წარსდგება, დიჯეი გიგა პაპასკირი კი საახალწლო განწყობას შექმნის (01:10 სთ-02:00 სთ).

რაც შეეხება საბავშვო გასართობ პროგრამას, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 21:00 საათიდან დაიწყება და ღონისძიებაზე მისულ პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. გაიმართება ზღაპრის გმირების წარმოდგენები და საბავშვო აქტივობები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით იმართება.

კვირის ამბები