საზოგადოება
26.12.2025 13:39
პენიტენციური დაწესებულებები ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამანათების მიღების პროცესი 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იწარმოებს.

რაც შეეხება კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს, ასე გამოიყურება: ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი; ქათამი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; ყველი - 3 კგ; ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; გოზინაყი-500 გრამი; კიტრი და პომიდორი 2-2 კგ; ჩურჩხელა-5 ცალი.

საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

კვირის ამბები