კულტურა
25.12.2025 11:39
თბილისის საოპერო თეატრის მონაწილეობით, გორში საახალწლო საოპერო გალა-კონცერტი ჩატარდება

29 დეკემბერს გორში საახალწლო საოპერო გალა-კონცერტი ჩატარდება.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

მსმენელის წინაშე თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები, ამავე თეატრის გუნდი და ორკესტრი (დირიჟორი: ლევან ჯაგაევი) წარსდგება.

საახალწლო საოპერო გალა-კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები