

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში ძალოსნობის ტურნირი - „რეკორდების დღე“ ჩატარდა.
შეჯიბრი ცამეტ და თხუთმეტწლამდელებს შორის გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 200-მდე ძალოსანი მონაწილეობდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მედლების გათვალისწინებით, 13-წლამდელებში გორელები პირველ ადგილზე გავიდნენ. ქულების მიხედვით კი მეორე ადგილს დაეუფლნენ.
რაც შეეხება 15-წლამდელებს შორის ასპარეზობას, როგორც მედლებით, ასევე ქულებით გორის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის