

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული პროექტი - „ჩემი არჩევანი“ დასრულდა.
პროგრამა პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა და პატარა გარეჯვრის, კარალეთის №1 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში, მოზარდები საინფორმაციო შეხვედრებში ჩაერთნენ. მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციაში სამუშაო პროცესს გაეცნენ და არაერთი პროფესიის წარმომადგენელს შეხვდნენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა სამოტივაციო წერილის მომზადების თანამედროვე ტენდენციები შეისწავლეს.
პროექტი - „ჩემი არჩევანი“, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას, სწორი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას და კარიერის დაგეგმვის პროცესის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.