

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი პატარა მაყურებელს საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟება.
ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული წარმოდგენა - „თოვლის დედოფალი“ (რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი) გორის თეატრის სცენაზე 3-დან 12 იანვრის ჩათვლით გაიმართება. სპექტაკლი ყოველდღე 17:00 საათზე დაიწყება.
წარმოდგენაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე: biletebi .ge შეუძლიათ. ბილეთის ფასი 15 ლარია.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონის ნომრებზე: 0370 27 79 32; 577 39 03 50.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი