

გორში პედაგოგის და პოეტის ნათელა თინიკაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
საიუბილეო საღამო საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე ნათელა თინიკაშვილის მრავალწლიან პედაგოგიურ მოღვაწეობასა და ლიტერატურულ საქმიანობაზე ისაუბრეს. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლელა მაისურაძე ესწრებოდნენ.
კონსტანტინე ბუზალაძემ, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამუსიკო სკოლის პედაგოგებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.
ნათელა თინიკაშვილს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში ჩატარდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.