

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეათე ტურის მატჩში გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ „ბათუმს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 80:78 დასრულდა.
ამჟამად, „ივერიონი“ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.
რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, გორის გუნდი საკალათბურთო კლუბ „კსუ“-ს წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისი არენაზე ჩატარდება.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ