
პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში, ტესტირებაზე გასვლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, 22 დეკემბერის 17:00 საათამდე შეუძლიათ.
რაც შეეხება ტესტირების თარიღს, 24 დეკემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
„მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა) მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6-თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მსურველებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.
ცნობისთვის, „სერტუსის“ 2026 წლის ტესტირების კალენდარი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე მოგვიანებით განთავსდება.