სპორტი
22.12.2025 14:22
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თორმეტი მედალი მოიპოვეს

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის შურა მაისურაძის და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ოთხი - ოქროს, ხუთი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრში როგორც ვაჟები (2012-2013 წწ; 2014-2015 წწ.), ასევე გოგონები (2011-2012 წწ.) მონაწილეობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ბექა ბერიანიძე (23 კგ.), დანიელ გალეგაშვილი (26 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (29 კგ.) და აივაზ ემინოვი (35 კგ.) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს ნიკა ბერიანიძე (26 კგ.), დაჩი კარელიძე (29 კგ.), გიორგი კარელიძე (35 კგ.), ლუკა მექვაბაძე (58 კგ.) და ვანო კახნიაშვილი (65 კგ.) დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მედალი კი თომა პაპიტაშვილის (32 კგ.), გაბრიელ ჩინჩრიკის (41 კგ.) და ლექსო გიგაურის (44 კგ.) ანგარიშზეა.

გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

შურა მაისურაძის და გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ონში ჩატარდა.

კვირის ამბები