

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, სამხარეო ადმინისტრაციის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეკრებილების განწყობაზე სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდმა ( ხელმძღვანელი ნინო წიკლაური) იზრუნა.
„გორის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზემოდ ავანთეთ. უამრავი ადამიანია შეკრებილი. მინდა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო. თეატრის სკვერში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, სადაც ბავშვებისთვის საინტერესო სივრცეებია განთავსებული. რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, ქალაქის ცენტრში ზუკა ხუციშვილი და მისი ბენდი, ანსამბლი „ფორტე“ და სხვა შემსრულებლები იმღერებენ. მობრძანდით და ყველამ ერთად აღვნიშნოთ დღესასწაული“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.