

სამედიცინო სექტორისთვის ამოქმედებული ახალი რეგულაციების საფუძველზე, შვედეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ექიმებს საშუალებას აძლევს, მკურნალობის ნაწილად პაციენტს მოგზაურობა დავნიშნონ.
ახალი კანონი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა, ამ ინიციატივის დამტკიცებას ხელი შეუწყო შვედეთის ტურიზმის ოფიციალურმა სააგენტომ - Visit Sweden-მა. კანონის თანახმად, ექიმებს შეუძლიათ, რეკომენდაცია გაუწიონ მოგზაურობას, როდესაც პაციენტებს აღენიშნებათ სტრესის, დაღლილობის და მსუბუქი შფოთვის სიმპტომები. ეს არ ნიშნავს, რომ მოგზაურობა ცვლის სამედიცინო მკურნალობას.
კანონში მითითებულია, რომ ხარჯებს შვედეთის მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა არ დაფარავს. ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო მოგზაურობის დაფინანსება პაციენტებს თავად მოუწევთ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.