კულტურა
18.12.2025 14:23
„მეფე ლირი“ ერისთავის თეატრში

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი ეწვევა.

23 დეკემბერს გორელი მაყურებელი შექსპორის პოემის მიხედვით დადგმულ, რეჟისორ ზურაბ გეწაძის სპექტაკლს „მეფე ლირი“ იხილავს.

წარმოდგენა რომლის ხანგრძლივობა სამი საათია, 19:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლის მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ერთი შესვენება.

„გავიდა ასწლეულები, მაგრამ უილიამ შექსპირის პიესები კვლავაც იპყრობს მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღებას. მისი ნამუშევრების უკვდავების საიდუმლო დაყრდნობილია ძლიერ, ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებზე, უდიდეს სიყვარულზე, შურისძიებაზე თუ ძალაუფლების წყურვილზე, სწორედ ამიტომ არ გვტოვებს შექსპირის გმირები გულგრილს, რადგან ყველა ეს გრძნობა მარადიულია“, - აღნიშნავენ თუმანიშვილის თეატრში.

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, პიესის დასაწყისში შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს თავისი სასახლის კედლებში როგორც დიად, ამაყ და დესპოტურ პერსონას, დარწმუნებულს თავის ავტორიტეტსა და სტაბილურობაში. მეფე, რომელსაც განზრახული აქვს სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ იმისა, თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული მამისადმი. უფროსი დები – გონერილია და რიგანა არ აკლებენ ამას ხოტბას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი კორდელია თავს შეიკავებს უცხო საზოგადოების წინაშე. განრისხებული მამა უმცროსს ქალიშვილს სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. შემდგომი მოვლენები ისე ვითარდება, რომ ყველასთვის ზედმეტ ტვირთადქცეული მეფე რჩება ძალაუფლების გარეშე, ფაქტობრივად მშიერი და გასაჭირში მყოფი, საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი. სწორედ მაშინ იწყებს მეფე გააზრებას, თუ რამდენად ძვირფასია გულწრფელობა.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ონლაინ, საიტებზე: biletebi. Ge და tkt. ge.

კვირის ამბები