სპორტი
18.12.2025 14:22
საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ცხრა მედალი მოიპოვეს

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა ცხრა საპრიზო ადგილი დაიკავეს.

23-წლამდელთა შორის შეჯიბრზე გორელთა ანგარიშზე ხუთი - ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ), ნიკა ზანგალაძე (61 კგ.), საბა ღამბაშიძე (65 კგ.), გოგა ოთინაშვილი (70 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) დაეუფლნენ.

ლუკა ვანიშვილი (74 კგ.), ლაშა გოგშელიძე (74 კგ.), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.) და გიგა ოთინაშვილი (86 კგ.) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

მოპოვებული მედლების მიხედვით, გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ჩემპიონატი ხაშურში ჩატარდა.

კვირის ამბები