

გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
საგზაო ნიშნების და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
„სააგენტოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარალელურად ატარებენ სეზონურ ღონისძიებებსაც. ხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება სკვერებში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის სამუშაოები, წესრიგდება საერთო სარგებლობის სივრცეები და მიმდინარეობს ხეების გადაბელვა“, - აღნიშნავენ კეთილმოწყობის სამსახურში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.