
ზურაბ ქალდანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა თოთხმეტი მედალი მოიპოვეს, აქედან თერთმეტი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის, სამი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეების ანგარიშზეა.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ოქროპირიძე (38 კგ.), ლუკა დოთიაშვილი (44 კგ.), ზურა დოთიაშვილი (48 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (52 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (62 კგ.) და ედო მანველიშვილი (68 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე ლექსო ნოზაძე (44 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილი (85 კგ.) გავიდნენ.
მესამე საპრიზო ადგილს კი დავით მუკნიაშვილი (41 კგ.), გიორგი ტარუაშვილი (52 კგ.), ლუკა ქარელიშვილი (62 კგ.) ნიკოლოზ გაგლოშვილი (38 კგ.), თორნიკე დვალიშვილი (41 კგ.) და ტატო ცხაოშვილი (48 კგ.) დაეუფლნენ.
ზურაბ ქალდანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი თბილისში ჩატარდა და შეჯიბრში 2011-2013 წწ. დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.