

გორში მურად ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი ჩატარდა.
ხელბურთში გამართულ შეჯიბრში გორის, ბათუმის, ქუთაისის, სამტრედიის და წყალტუბოს 2010-2011 წლებში დაბადებული ხელბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირის გამარჯვებული და გარდამავალი თასის მფლობელი წყალტუბოს გუნდი გახდა, მეორე ადგილზე გორის, მესამეზე კი სამტრედიის გუნდები გავიდნენ.
შეჯიბრი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზმა უმასპინძლა.
ცნობისთვის, ვეტერანი ხელბურთელი მურად ჯავახიშვილი 15 წლის მანძილზე გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი