საზოგადოება
16.12.2025 11:17
ვარიანელი მოკრივე ზაზა მდინარიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენი ზაზა მდინარიძე (52 კგ.) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

17-წლამდელთა შორის მიმდინარე კონტინენტურ პირველობაზე მდინარიძემ მერვედფინალში ინგლისელი ბრაიდენ დაიერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბერძენ ელეფტერიოს ზოურნატისს სძლია. რაც შეეხება ნახევარფინალს, ვარიანელი მოკრივე თურქ იეგით ქეშქინთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი მოკრივე ანანო ქობულაშვილი ასპარეზობდა, თუმცა, სპორტსმენმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ კინბაუმში მიმდინარობს.

კვირის ამბები