საზოგადოება
16.12.2025 11:14
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 1-ელი იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდება - ვის არ შეეხება ამნისტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.

კანონის პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხოლო სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით ხვალ, 17 დეკემბერს მიიღებენ.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ამნისტია შეეხება ყველას, მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულების გარდა, რაც დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.

ამნისტია, ასევე, არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი არჩილ გორდულაძე წარუდგენს.

 

კვირის ამბები