საზოგადოება
15.12.2025 15:50
„სიმდი“ - თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების კიდევ ერთი ნამუშევარი გორში

გორში, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, სტალინის №13-ში მდებარე კორპუსის ფასადზე „სტრიტ არტი“ – „სიმდი“ განთავსდა.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროექტი Georgia MURAL Fest-მა საქართველოს კულტურის სამინისტროს და გორის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.

ინიციატივის მიზანი კი ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნაა.

„წელს დავბრუნდით ჩვენს საყვარელ გორში და ერთი ნამუშევრი ცეკვის სერიიდან იქაც დავამატეთ. წარმოგიდგინეთ ოსური რიტუალური ცეკვა - „სიმდი“. ნამუშევარზე „TMF studio“-ს მხატვართა ჯგუფმა იმუშავა. გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა მხარდამჭერებს - კულტურის სამინისტროს, გორის მერიას, სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს და ფოტოგრაფ ზურა ფირცხალაიშვილს “, - აღნიშნეს ორგანიზატორემა.

ცნობისთვის, ქართული ცეკვის სერიას, Georgia MURAL Fest-ი, გორის მსგავსად საქართველოს სხვა ქალაქებშიც აგრძელებს.

კვირის ამბები