საზოგადოება
15.12.2025 15:39
ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა თბილისის მიმართულებით ახალი რეისი დაამატა

ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა და ავიაკომპანია ორ ქალაქს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შიმკენტი არის მეხუთე ყაზახური მიმართულება, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს და ყაზახეთს შორის სრულდება.

„ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად სამი ავიაკომპანია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. 11 თვეში საქართველოს აეროპორტები 304 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია“, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

კვირის ამბები