საზოგადოება
15.12.2025 11:00
გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის პროექტირება იწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის პროექტირებას იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამორტიზებული სტადიონის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის აშენებაა დაგეგმელი, რომელიც 8000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონზე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, მედიაცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, უსაფრთხოების და აუდიო-ვიზუალური სისტემები, ასევე, გათვალისწინებული იქნება მსაჯების, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის ოთახები და დოპინგ-კონტროლის სივრცე. სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები და კომერციული სივრცეებიც.

„გორის გარდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის პროექტირება წყალტუბოშიც დაიწყება. სტადიონების აშენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული პროგრამების განვითარებას და სხვადასხვა, მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვას“, - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები