
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიდა ქართლში, გორის და კასპის პროფესიული კოლეჯების თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა კოლეჯების წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა. გარდა ამისა, არსებული გამოწვევის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, გივი მიქანაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
„გორის კოლეჯ „განთიადში“ სხვადასხვა მიმართულებით 14 პროფესიული და მომზადება/გადამზადების პროგრამაა დანერგილი. ამჟამად, კოლეჯში 130-მდე სტუდენტი სწავლობს. რაც შეეხება კასპს, კოლეჯი პროფესიულ და მომზადება/ გადამზადების 15-მდე პროგრამას ახორციელებს. სასწავლებელში კი ამ ეტაპზე პროფესიულ განათლებას 200-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.