საზოგადოება
12.12.2025 16:44
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საგზაო ნიშანი – „შესვლა აკრძალულია“ დაიდგმება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საგზაო ნიშანი – „შესვლა აკრძალულია“ დაიდგმება. ახალი ნიშანი ჩაანაცვლებს ძველს, რომლის მიხედვით ტერიტორიაზე ავტომობილებს 18:00-დან 09:00 საათამდე გაჩერება ეკრძალებოდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს, 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

განკარგულების ახალი რედაქციით, სტალინის გამზ N16-ის მიმდებარედ ნიშნი „შესვლა აკრძალულია“ დაიდგმება საინფორმაციო დაფებთან („მოქმედების დრო“ და „გარდა სამსახურეობრივი ტრანსპორტისა“) ერთად, რომელიც გულისხმობს, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 18.00-09.00 საათამდე და არ გავრცელდება მხოლოდ სამსახურებრივ ავტომობილებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბერის N191 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი კოლეგებს მანუჩარ ლაფაჩმა გააცნო, რომელსაც ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახალი ნიშანი რომელიც საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს, ამილახვრის ქუჩის კვეთიდან არაუმეტეს 15 მეტრში განთავსდება.

კვირის ამბები