

უმაღლესი განათლების მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვა დაინტერესებულ პირს პორტალზე - my.gov.ge, უკვე ელექტრონულად შეუძლია.
როგორც ციფრული მმართველობის სააგენტოში აღნიშნავენ, პორტალზე ავტორიზებული ფიზიკური/იურიდიული პირი შეძლებს განაცხადის შექმნას და გაგზავნას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ კანცელარიაში.
„my.gov.ge-ის საშუალებით შეძლებთ პასუხის მიღებას, შევსებული განაცხადის და მიღებული პასუხის შენახვას შემდეგი სერვისების მიღების მიზნით: პაროლის ცვლილება (მობილობის ფარგლებში), ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ, სახელმწიფო დაფინანსება/გრანტი და სხვა.
პორტალზე სერვისის სახელწოდებაა - „უმაღლესი განათლების მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვა“ და სიახლე დაინტერესებულ პირს სერვისის მიღებას გაუმარტივებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.