

„ზამთრის თასი“ - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი აჭარის ღია ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „გორი“ ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში ჩატარდა, 2009 2010 წწ. დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება გორის გუნდს, შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ წულაია, მარიამ აბრამაშვილი, მარიამ ბარჯაძე, მარიამ ბერიანიძე, მაია გელაშვილი, მარიამ აჯარ, ანასტასია როინიშვილი, კესარია თოფჩიშვილი, თამთა ფეიქრიშვილი, კატო თოფჩიშვილი, ნანკა ლოქაბიძე და ანასტასია კაპანაძე. გორელების მწვრთნელი ნინო სირაძე და თინა ფსუტური არიან.
„ზამთრის თასი“ აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი