კულტურა
12.12.2025 13:21
გორში საშობაო ბაზრობა გაიმართება

28 დეკემბერს გორში საშობაო ბაზრობა გაიმართება. ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ჩატარდება და 12:00 საათზე დაიწყება.

აქტივობა გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს თანამშრომლობით იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც ეხერხება ხელსაქმე და საკონდიტრო ნაწარმს ამზადებს.

თითოეული ნივთი და პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდება, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს, შეგროვილი თანხით კი ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს საშობაოდ დაეხმარებიან.

კვირის ამბები