

გორის „დილა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია.
ფინალურ შეხვედრაში „დილა“ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდა, ანგარიშით 3:1 დაამარცხა და 13 წლის შემდეგ, თასის მფლობელი ისტორიაში მეორედ გახდა.
მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში მეორე წუთზე „იბერიელთა“ კარში გიორგი ჯგერენაიას ავტოგოლით გაიხსნა. 48-ე წუთზე კი კიდევ ერთი ავტოგოლი გავიდა. ბურთი საკუთარ კარში დერეკ აგიაკვამ ჩაჭრა და სხვაობა კიდევ ერთი გოლით გაიზარდა. მესამე გოლი კი გორელთა ლეგიონერის აბუბაქარ კონტეს ანგარიშზეა.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, „დილას“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ჯგერენაიაა.
შეგახსენებთ, სდავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალამდე გორის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა. მერვედფინალში „სამგურალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მეოთხედფინალში „სპაერს“ 2:1 სძლია. რაც შეეხება ნახევარფინალს, „სამტრედიას“ 2:0 მოუგო.
გადამწყვეტ შეხვედრას დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი