
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის, თოვლჭყაპის და თოვლის სახით. ამასთან, სინოპტიკოსების ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვაც.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს:
11 დეკემბერს გორში ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა და 15:00 საათიდან მცირე ნალექი წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება.
12 დეკემბერს, ანალოგიურად, დღის მეორე ნახევარში იწვიმებს ჰაერი კი მხოლოდ რვა გრადუსამდე გათბება. კიდევ უფრო დაიკლებს ტემპერატურა 13 დეკემბერს და +5 დაფიქსირდება.
13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს. მუნიციპალიტეტის მაღალი დონის დასახლების პუნქტებში კი მოსალოდნელია თოვლჭყაპი.
+5 და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 14 დეკემბერს. 15-დან 18 დეკემბრის ჩათვლით კი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და დღის საათებში მაქსიმალური +2, +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება. აღნიშნული ოთხი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ყველა ლოკაციაზე მოსალოდნელია ნალექი დღის საათებში წვიმის და თოვლჭყაპის, ღამით კი თოვლის სახით.