საზოგადოება
10.12.2025 15:22
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო

გორში, მდინარე ლიახვის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს ინფრასტრუქურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 458.36 მეტრი მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, ასევე 260 მეტრი არსებული ნაპირსამაგრი კონსტრუქციის ხიმინჯებით გამაგრება.

ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორი ბექა ურუშაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია (გვაზავა) გაეცნენ.

მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარშიც იმყოფებოდა და ტაძრის მიმდებარედ მდინარე ლიახვის ნაპირის დაცვის და ქალაქისთვის აუცილებელი დამატებითი ინფრასტრუქტურული ის საჭიროებებიც განიხილა, რომლებიც როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს მოემსახურება

„გორში მდინარე ლიახვზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ის იცავს დასასვენებელი პარკის მიმდებარე ტერიტორიას მდინარის ადიდების შედეგად შესაძლო დაზიანებისგან. შესაბამისად, პროექტის დროული, ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი და კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაცვით შესრულება სამინისტროს პრიორიტეტია“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

კვირის ამბები