სპორტი
10.12.2025 11:27
საქართველოს თასის ფინალში „დილა“ „იბერიას“ დაუპირისპირდება - საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გორის „დილა“ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი შეხვედრა დღეს, 10 დეკემბერს ჩატარდება. ფინალურ მატჩს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი (თბილისი) უმასპინძლებს და 19:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, ფინალამდე გორის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა. მერვედფინალში „სამგურალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. მეოთხედფინალში „სპაერი“ 2:1 დაამარცხა. რაც შეეხება ნახევარფინალს, „სამტრედიას“ 2:0 სძლია.

კვირის ამბები