საზოგადოება
09.12.2025 15:14
1-ელი იანვრიდან, ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად, ფინანსური ჯარიმებიც წესდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად, ფინანსური ჯარიმებიც წესდება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. ჩამორთმეული პროდუქცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, ჭიქების და თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება. აიკრძალა, ასევე, კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება/შეთავაზება.

კვირის ამბები