საზოგადოება
09.12.2025 12:47
გორში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. როგორც „გორის მაცნეს“ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, ახალი წლის შესახვედრად მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

„საახალწლო სამზადისი დავიწყეთ, ნაძვის ხის აწყობის პარალელურად ქალაქის ქუჩებში რამდენიმე დღეა დაწყებულია საახალწლო ილუმინაციების მონტაჟიც.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძვის ხეს 19 დეკემბერს ავანთებთ. ამ დღეს იგეგმება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორებიც.

რაც შეეხება სხვა გასართობ ღონისძიებებს, გეტყვით, დამდეგი 2026 წლის შესახვედრად აქტივობების მოწყობა წელსაც იგეგმება. მთავარი ღონისძიება ტრადიციულად, 31 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა, მანამდე დაგეგმილია არაერთი ღონისძიება რომელსაც ახლო მომავალში დავაანონსებთ“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.

კვირის ამბები