
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ტირიფონის მაგისტრალური არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთის დანალექი გრუნტის და მცენარეული ნარჩენებისგან გაწმენდა მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების საექსპლუატაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ატარებს და როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების - მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის დაახლოებით 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
„2012-2024 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით 20 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 15 685 ჰექტარზე გაუმჯობესდა.
სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება სოფლის მეურნეობის პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.
შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 10740 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება“, - აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში“.