საზოგადოება
08.12.2025 16:10
რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე გორში შეხვედრა გაიმართა

ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე გორში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თქმით, მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში გარემო პირობების გაუმჯობესების საკითხში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, მყარი ნარჩენების მართვა უნდა დაეფუძნოს ევროპულ სტანდარტებს, რისთვისაც აუცილებელია ძველი, არსებული ნაგავსაყრელების ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლება.

კვირის ამბები