საზოგადოება
08.12.2025 15:29
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა - ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შემოქმედებითი საღამო მოეწყო და ახალგაზრდებმა მუზეუმის ისტორია გააცოცხლეს. გარდა ამისა, მუზეუმის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, ასევე, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მამა დავითთან ერთად, მუზეუმის ეზოში სიმბოლურად წითელი ნეკერჩხალიც დარგეს.

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1935 წელს დაარსდა. დაცულია ძვ. წ. IV–III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, XVIII–XIX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა - ხალიჩები, ფარდაგები, ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო სამოსელი, ასევე, XVII–XIX საუკუნეების საბრძოლო იარაღის კოლექცია.

კვირის ამბები