საზოგადოება
08.12.2025 12:13
მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ათამდე სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა მრავალპროფილური პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს.

სამედიცინო აქციას, რომელიც ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანსაღი მომავლის“ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, გორისა და კასპის დელეგატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ესწებოდნენ.

კვირის ამბები