

12-14 დეკემბერს გორი ხელბურთში მურად ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრში გორის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, სამტრედიის და წყალტუბოს 2010-2011 წლებში დაბადებული ხელბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.
ტურნირი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდება. შეჯიბრზე დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, ვეტერანი ხელბურთელი მურად ჯავახიშვილი 15 წლის მანძილზე გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი