სპორტი
05.12.2025 14:01
გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება - მატჩი საქველმოქმედოა

გორის „დილა“ თბილისის „დინამოს" დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგის ოცდამეთექვსმეტე ტურის მატჩი ხვალ, 6 დეკემბერს ჩატარდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მატჩი საქველმოქმედოა. ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა გორელი ანანო მამიევის დასახმარებლად გადაირიცხება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.

„მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა ანანო მამიევის დასახმარებლად გადაირიცხება, რომელიც ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანაა აუცილებელი.

აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში, ჩვენი კლუბის ფონდის გარდა, საფეხბურთო კლუბი „გორი“ და გორის საფეხბურთო სკოლაა ჩართული. თითოეულ გულშემატკივარს კი მოგიწოდებთ გავერთიანდეთ ანანოს დასახმარებლად. მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის შემდეგ ნომრებზეც: GE21TB7097945064300005; GE64BG0000000541556575 მიმღები ზოია ბედოშვილი (ანანო მამიევის დედა)“, - აღნიშნულია საფეხბურთო კლუბ „დილას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები