სპორტი
05.12.2025 10:59
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ხელბურთის ტურნირით დასრულდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გორში გამართული მუნიციპალური ეტაპის შეჯიბრებები ხელბურთის ტურნირით დასრულდა.

გამარჯვებულები ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის გამოვლინდნენ. გოგონათა შორის პირველ ადგილზე მეექვსე საჯარო სკოლა გავიდა. რაც შეეხება ვაჟებს, რეგიონულ ეტაპზე მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი იასპარეზებს.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თორნიკე ფხაკაძემ დააჯილდოვა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული. ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში (მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, 5X5 კალათბურთი ბადმინტონი და მხიარული სტარტები) ჩატარდა. გამარჯვებული გუნდები ბრძოლას რეგიონულ და ზონალურ შეჯიბრებებში გააგრძელებენ“, - აღნიშნეს გორის მერიაში.

კვირის ამბები