

გორში, სამეფო ქუჩაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით განხორციელდა.
აქტივობაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ მურალოვა დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდა, რომლებმაც აღნიშნულ ლოკაციაზე ორმოცი ძირი ცაცხვის ნერგი დარგეს.
როგორც საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნეს, გამწვანების აქცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემოსდაცვითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ვარიანში 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები დარგეს. გამწვანების აქცია მოეწყო კულტურისა და დასვენების პარკშიც, ახალბაღში კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა სააგენტოს სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი იფნის და ნეკერჩხლის ნერგები დარგეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი