

ზარიბეგ ბერიაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა ერთი - პირველი და ერთი მესამე ადგილით დაასრულეს.
თავისუფალ ჭიდაობაში გამართული შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი ქარელი (51 კგ.) გახდა. მესამე ადგილს კი ერეკლე ქართველიშვილი (80 კგ.) დაეუფლა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ზარიბეგ ბერიაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი, რომლის მიზანს თავისუფალი სტილით ჭიდაობის პოპულარიზაცია და ქვეყნის ნაკრები გუნდის შევსება წარმოადგენს, მცხეთაში ჩატარდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი