

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გორის „დილა“ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი შეხვედრა 10 დეკემბერს ჩატარდება. ფინალურ მატჩს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი (თბილისი) უმასპინძლებს და 19:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს ონლაინ, საიტზე: Biletebi. Ge შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5 ლარია.
ცნობისთვის, ტურნირის ფარგლებში, ფინალამდე გორის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა. მერვედფინალში „სამგურალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. მეოთხედფინალში „სპაერი“ 2:1 დაამარცხა. ნახევარფინალში კი, „სამტრედიას“ 2:0 სძლია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი