

გორელი ძიუდოისტი გიგი გიუნაშვილი სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართული ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორია.
სპორტსმენი 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ტურნირის ფარგლებში, ძიუდოისტმა ოთხი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონიის წარმომადგენელთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გიგი გიუნაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
მარიბორის ახალგაზრდული ევროპის თასი ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლით დაასრულეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი