
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მისი მოადგილეები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, რესურსცენტრების დირექტორები, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.
მხარეებმა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობების და რესურსცენტრების, ასევე, მუნიციპალიტეტების სკოლების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.
ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასა და ოლიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, რეგიონის მუნიციპალური სტრუქტურები და სკოლები ოლიმპიადისთვის აქტიურ მზადებას გააგრძელებენ. მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია სკოლებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში სპორტული აქტივობების გამართვა“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.