

გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.
შეჯიბრში გორის გუნდის გარდა, სამი საკალათბურთო კლუბი - „ქუთაისი“, „თსუ“ და „რუსთავი“ მონაწილეობდა.
ფინალურ შეხვედრაში „ივერიონმა“ საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი“ დაამარცხა და პირველ ადგილს დაეუფლა.
რაც შეეხება პრიზიორებს, მეორე ადგილზე „ქუთაისი“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „რუსთავის“ ანგარიშზეა.
ტურნირის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც გამოვლინდნენ და საუკეთესო მოთამაშის ტიტული გორელ შიო შიოშვილს გადაეცა.
გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
ცნობისთვის, კალათბურთის მწვრთნელი გიორგი დარბაიძე 2024 წლის დეკებერში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი