

განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, დაინერგება შესაბამისი სტანდარტი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაერღვეს.
„მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება ავკრძალოთ. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს დაერღვეს მშობელთან, ან მისთვის ახლობელ ადამიანთან კომუნიკაცია,“ -განაცხადა გივი მიქანაძემ.
განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი