საზოგადოება
02.12.2025 13:31
საჯარო სკოლებში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო იქნება

შემდეგი სასწავლო წლიდან, ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმების ტარება, - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახები სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, შესაბამის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

„ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება, ტესტურ რეჟიმში, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულო გახდეს სასკოლო ფორმების ტარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, მინისტრის განცხადებითვე იცვლება სკოლაში შემსვლელ პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარიც და მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

კვირის ამბები