
დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ტანას აღკვეთილში, 200 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სააგენტო ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებას და მათი ბუნებრივი პოპულაციების გამყარებას.
„ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ბუნებრივი გარემოს მდგრადი განვითარებისთვის, ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენის და ველური სახეობების კონსერვაციის მიმართულებით დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს.
წითელ წიგნში შეტანილია კაკაბი - ველური ბუნების სახეობა, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი არსებობა ეკოსისტემის ბუნებრივ ბალანსში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და პოპულაციის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, კაკბები აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, უკვე წლებია, უნიკალურ ფრინველთა ჯიშების გამრავლებას და შემდეგ ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს“, - აცხადებენ სააგენტოში.